ბათაფილინი
ბათაფილინი.გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Thepaphyllinum.
სამკურნალო ფორმა:ტაბლეტი.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: პლატიფილინის ჰიდროტარტრატი - 0,003გ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი - 0,03გ, ფენობარბიტალი - 0,03გ, თეობრომინი - 0,25გ.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი - ტაბლეტის მასის 0,35გ მიღებამდე. ათქ კოდი. A03E, R03DA57.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:სპაზმოლიზური, ბრონქოლიზური, ქოლინოლიზური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით: პლატიფილინი M-ქოლინობლოკატორია, ახდენს სპაზმოლიზურ და სედატიურ მოქმედებას. პაპავერინი სპაზმოლიზური საშუალებაა. თეობრომინი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორია, ახდენს ბლონქოლიზურ, დიურეზულ და არტერიოდილატატურ მოქმედებას. ფენობარბიტალი ახდენს საძილე_სედატიურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსიურ მოქმედებას.
ჩვენებები:ბრონქული ასთმა, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ცერებრალური არტერიების სპაზმი.
მიღების წესი და დოზები:მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი, ცნს-ის აგზნება, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლდენა, სისუსტე.
უკუჩვენებები:ჰიპერმგრძნობელობა, გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმელის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, მიასტენია, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლდენა, ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.
გამოშვების ფორმა:10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი:ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65