
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა „ბათფარმა“ უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს მედიკამენტების ფართო სპექტრს, მათ შორის იმ მედიკამენტებსაც, რომლებიც ქართულ ბაზარზე რუსეთიდან შემოდიოდა და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისას. ჩვენს მირ წარმოებული პრეპარატების რაოდენობა და არეალი საკმაოდ დიდია - ჩვენ ვაწარმოებთ როგორც ფართო მოხმარების მედიკამენტებს, ასევე ბრენდ პრეპარატებსაც.
ჩვენი ქარხანა მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების მანქანა-დანადგარებითა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.
ჩვენი მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასებში და ჩვენი ხარისხით ჩვენივე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა დავიცვათ. გარდა ამისა, ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვზრდით და ვაფართოებთ ჩვენს ქარხანას. ამჟამად ბათფარმას ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი დაკავებულია ახალი საწარმოო კორპუსის მშენებლობით. საამქროში გათვალისწინებულია ამპულებში ინფუზიური და საინექციო ხსნარების წარმოება და საინექციო ხსნარების ლეოფილიზაცია. შენობის ერთი სართული მთლიანად დაეთმობა აბებისა და კაფსულების ახალ საამქროს. მისი დაპროექტება ევროპელმა სპეციალისტებმა GMP-ის სტანდარტების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით მოახდინეს. საწარმოო კორპუსის მშენებლობა, ტექნიკური აღჭურვილობა და სპეციალისტების მომზადება მათივე ზედამხედველობით მიმდინარეობს. ეს კიდევ არ არის შესაძლებლობის ზღვარი – ჩვენი მეცნიერ-თანამშრომლები აგრძელებენ კვლევებსა და სამეცნიერო მუშაობას წარმოების ახალი მეთოდებისა და პრეპარატების დასანერგად.