საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილმა” წარმატებით განახორციელა რიგით მეექვსე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოება 2008 წლის 24 დეკემბერს 19 საათზე “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის ბომონდიც და აუდიტორიის საერთო რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. უნდა ვთქვათ, რომ პროექტისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.
პროექტში, ,,ქართული ბრენდის დღე’’, მონაწილეობდნენ ქართული ლიდერი კომპანიები; ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები. ,,პროფილი კვლევის’’ მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში:
• ლიდერი;
• რეპუტაცია და ნდობა;
• წარმატებული ახალი სახელი;
• წარმატებული ტელეპროექტი;
• წარმატებული საერთაშორისო პროექტი
• ბრენდ-პერსონა
ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც აღენიშნათ ეროვნული ბრენდების დღესასწაული.
2008 წლის ქართული ბრენდის დღეზე "ბათფარმა"- წლის წარმატებული ახალი სახელის ნომინაციაში დააჯილდოვეს.








