“ბათფარმა” ფარმაცევტული წარმოების ლიდერია საქართველოში.
ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს გარდა უცხოეთის ბაზარზეც წარმატებით იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. მედიკამენტების გაყიდვების დიდი წილი შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტზე მოდის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამიერკავსკასიის ქვეყნებში ბათფარმას უკვე დარეგისტრირებული აქვს 40-მდე პრეპარატი. მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესი ამ ქვეყნებში კვლავაც გრძელდება და სულ მალე მათი რიცხვი 70-ს მიაღწევს.
ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბათფარმას წარმოებული პოზიციები ხშირ შემთხვევაში უალტერნატივოა. ჩვენი წარმატება ხანგრძლივი ისტორიითა და დიდი გამოცდილებითაა განპირობებული. წარმოებას საფუძველი აქ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1936 წელს ჩაეყარა. ქარხანა 50-მდე დასახელების სამკურნალო საშუალებას ამზადებდა, ძირითადი დატვირთვა კოფეინისა და პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოებაზე მოდიოდა. ამ მხრივ ქარხანა ერთადერთი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ლიდერობას დღეს არც ბათფარმა თმობს და აქტიურად აგრძელებს ღირსეულ ტრადიციას.
დღეს 5,4 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული. სათანადო საწარმოო პრაქტიკის მოთხოვნების მიხედვით აიგო და უახლესი უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა ახალი საწარმოო კორპუსები: საინიექციო ხსნარების, სტერილური საინიექციო ფხვნილების, სატაბლეტო- საკაფსულე და გალენური პრეპარატების საამქროები. ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და მზა პროდუქციის საწყობები აკმაყოფილებენ ISO 9001-ისა და GMP-ის სტანდარტების მოთხოვნებს.
წარმატებით დაინერგა მართვის კომპიუტერული სისტემა C1, რაც უზრუნველყოფს წარმოების მაღალ დონეს.
საამპულე საამქროს ამიერკავკასიის მასშტაბით მოწინავე ადგილი უკავია. საამქრო მთლიანად უცხოური წარმოების თანამედროვე საწარმოო დანადგარებითაა დაკომპლექტებული.
საამპულე საამქროს პროექტი შემუშავებულ იქნა ევროპელი სპეციალისტების მიერ. მათივე დახმარებით განხორციელდა პერსონალის მომზადება შესაბამისი პროფილის მიხედვით.
საამქროში ამპულის მიწოდებიდან ჯგუფურ ტარაში შეფუთვამდე პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია.ლიოფილური პრეპარატების წარმოებისათვის გერმანული მაშრობი დანადგარი გამოიყენება.
სტერილური საინექციო ფხვნილების საამქრო - აქ დამონტაჟებულია კომპანია „ВИПСМЕД“-ის მიერ წარმოებული ISO-ს სტანდარტების შესაბამისი დანადგარები.
სატაბლეტო-საკაფსულე საამქრო - დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით.
საამქროს დაემატა სრულად ავტომატიზირებული მშრალი ფხვნილების დოზირებულ პაკეტებად დაფასოების ხაზი.
პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოებისათვის სპეციალურად აიგო ახალი შენობა დამხმარე ნაგებობებით. საწარმო სრულად გადავიდა თანამედროვე სტანდარტებზე. გაიზარდა პლატიფილინის წარმოებაც.
გალენური პრეპარატების საამქრო - აღჭურვილია იტალიური წარმოების ჩამოსასხმელი დანადგარით. ამჟამად აღნიშნულ საამქროში ხდება სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარის წარმოება, რომლის სიმძლავრე თვეში დაახლოებით 1 000 000 ფლაკონია. ცენტრალური ლაბორატორიაში პრეპარატებზე ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩასატარებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.
გამოიყენება „AGILENT TECHNOLOGIES“-ის მიერ წარმოებული მაღალეფექტური სითხოვანი და გაზურ-სითხოვანი ქრომატოგრაფები, სპექტროფოტომეტრი და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა ხელსაწყო-დანადგარები.
წარმოებაში დასაქმებულ 500-მდე თანამშრომელს ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას.
შპს ,,ბათფარმა” წარმატებით თანამშრომლობს კომპანია TUV-ZUD-ის წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომელთა თანადგომით კომპანია გადის მენეჯმენტის ხარისხის ISO 9001 სერტიფიცირების პროცესს.
კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდაა. ამიტომაც, ბათფარმა აქტიურად უწყობს ხელს ნიჭიერ კადრებს სათანადო განათლება მიიღონ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში.
ამჟამად ბათფარმას ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი დაკავებულია ახალი საწარმოო კორპუსის მშენებლობით, რომელიც მოიცავს 3000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს. საამქროში გათვალისწინებულია ამპულებში ინფუზიური და საინექციო ხსნარების წარმოება და საინექციო ხსნარების ლეოფილიზაცია. შენობის ერთი სართული მთლიანად დაეთმობა აბებისა და კაპსულების ახალ საამქროს. მისი დაპროექტება ევროპელმა სპეციალისტებმა GMP-ის სტანდარტების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით მოახდინეს. საწარმოო კორპუსის მშენებლობა, ტექნიკური აღჭურვილობა და სპეციალისტების მომზადება მათივე ზედამხედველობით მიმდინარეობს. უკვე შეძენილია გერმანული „BOSH“-ის ფირმის საწარმოო ხაზები.
სწორედ ასეთი საწარმოო სიმძლავრეები განაპირობებენ იმას, რომ ბათფარმას მიერ წარმოებულ პრეპარატთა რიცხვი ასს აღემატება. ქარხნის მიერ წარმოებულ პრეპარატებს შორის არის როგორც ფართო მოხმარების მედიკამენტები (ჯენერიკები), ასევე ბათფარმას ბრენდი პრეპარატები, რომლებიც ძალზე ხშირად ბაზარზე უალტერნატივოები არიან. ბრენდი პრეპარატების რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს და ეს კიდევ არ არის შესაძლებლობის ზღვარი – კომპანიის ხელმძღვანელობა და მეცნიერ-თანამშრომლები აგრძელებენ კვლევებსა და სამეცნიერო მუშაობას წარმოების ახალი მეთოდებისა და პრეპარატების დასანერგად.








