მთავარი სიახლეები ახალი ამბები „ბათფარმამ“ პლატიფილინის ჰიდროტარტრატის...

„ბათფარმამ“ პლატიფილინის ჰიდროტარტრატის ახალი საწარმოს პრეზენტაცია მოაწყო

ბათუმის ფარმაცევტულმა ქარხანა „ბათფარმა“-მ პლატიფილინის ჰიდროტარტრატის ახალი საწარმოს პრეზენტაცია გამართა. რეკონსტრუირებული და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმოს გახსნაზე წითელი ლენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და „ბათფარმას“ გენერალურმა დირექტორმა, გელა გიგოლაშვილმა გაჭრეს. პრეზენტაციას მედიის წარმოამდგენლებთან ერთად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განახლებული საწარმოს საწარმოო ტექნოლოგიებით დაინტერესდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოებაში „ბათფარმა“ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთადერთი მწარმოებელია. პლატიფილინი იწარმოება ხარიშუბლას ბალახისაგან, რომელიც ძირითადად აჭარის, ახალციხე-ადიგენის, ბორჯომ-ბაკურიანისა და გურიის მაღალმთიან რაიონებში იზრდება.

ძირითადი წარმოებისათვის აიგო და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა სამ სართულიანი კორპუსი, რომელშიც პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოება იგეგმება. პლატიფილინის წარმოების პროცესისათვის იქვე აიგო ახალი 2 სართულიანი შენობა-ნაგებობა, რომელშიც წარმოებისათვის აუცილებელი თანამედროვე დანადგარები განთავსდა. პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოების ზრდის მიზნით „ბათფარმას“ ხელმძღვანელობამ გაზარდა პლატიფილინის წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულის, ბალახის - ხარიშუბლას მიღება აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისაგან. გარდა იმისა, რომ ამით გაიზრდება პროდუქციის წარმოება, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ყოველწლიურად აჭარის მაღალმთიანეთის 500-600 ოჯახამდე დასაქმებასაც.
 

მედიკამენტები

ციპროფლოქსაცინ ციპროფლოქსაცინ
ბათბაქტამი 1,5 გ ბათბაქტამი 1,5 გ
ბათაფილინი ბათაფილინი