“ბათფარმა” იძლევა გარანტიას, რომ მუდმივად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და გაამართლებს მათ მოლოდინს. მომხმარებლის მოთხოვნებს კომპანია ასრულებს სწრაფად, მაღალ ტექნიკურ დონეზე საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.
შპს “ბათფარმაში” ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველს წარმოადგენს:
- შემოსული მასალების ხარისხის კონტროლი;
- წარმოებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი;
- ხარისხის უწყვეტი სრულყოფა;
- დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭვირვალე ფინანსური ურთიერთობების წარმოება;
- მყიდველთა მოსაზრებებისა და გამოხმაურებების ანალიზი.
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება.
- მოცემული ხარისხის პოლიტიკის შესრულება შპს „ბათფარმას“ თითოეული თანამშრომლის ვალდებულებაა.
მიზნები ხარისხის სფეროში
საკუთარი საქმიანობის შეფასებისა და სრულყოფის მიზნით, შპს “ბათფარმას” ხელმძღვანელობამ პოლიტიკის განხორციელებისათვის შეიმუშავა სტრატეგიული მიზნები, რომლებიც შემდგომში მდგომარეობს:
მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი და ეფექტური სამკურნალო პრეპარატების შეთავაზება;
- თანამშრომლების კვალიფიკაციაზე ზრუნვა;
- სტაბილური და კორპორატიული დამკვეთების რაოდენობის განუხრელი ზრდა;
- ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
ორგანიზაციაში ასევე ჩამოყალიბებულია ყოველწლიური მიზნების მიღწევის ღონისძიებები და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. აღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტურად აისახება “ხარისხის წლიურ პროგრამაში”, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის გენერალური მენეჯერის მიერ.








