მისია


შპს “ბათფარმა” აწარმოებს მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც განკუთვნილია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის. მისი მიზანია სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები და ამით გაამართლოს მასზე დამყარებული ნდობა.
კომპანიის პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიმართულია ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხისა და გაწეული მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებისა და სრულყოფისაკენ.
 
 
ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის:
  • მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა;
  • მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისათვის სწორად შერჩეული ეფექტური სამედიცინო პრეპარატები;
  • იზრუნოს ქართულ და უცხოურ ბაზარზე საკუთარი იმიჯისა და სანდოობის მუდმივი ამაღლებისათვის;
  • წარმოების ყოველ ეტაპზე შეინარჩუნოს მაღალი ეფექტურობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას მაღალხარისხიანი პროდუქცია;
  • მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს მომხმარებელთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს მისი სურვილები და მოლოდინი;
  • ყურადღებით მოეკიდოს მომხმარებლის პრეტენზიებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა;
  • პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, მომხმარებლების, ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო;
  • მუდმივად ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, სწავლებასა და მოტივაციაზე.
  • იზრუნოს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე განხორციელებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაზე
 

მედიკამენტები

ნო-შბათი 40 მგ ნო-შბათი 40 მგ
ნო-შბათი 2 მლ #2 ნო-შბათი 2 მლ #2
ბათკაცინი 500მგ/2მლ ბათკაცინი 500მგ/2მლ